“2015 წლის კალენდარული წლიდან გასულია 27 კალენდარული დღე. როგორ იქნება 2015 წელი, ვიმსჯელებთ წლის ბოლოს. მარტივი რომ არ იქნება, ამაში ირაკლის ვეთანხმებით. სწრაფი რეფორმების გატარების გარეშე ჩვენ შედეგზე ვერ გავალთ. მაგრამ როგორი გამოვა, ამაზე უნდა ვილაპარაკოდ ან 360 ან 364 დღეს. 27 და 28 დღეს ამაზე საუბარი არ შეიძლება” -განაცხადა ქუცნაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა საზოგადოებასთან:
“პრემიერი უნდა იყოს და უნდა დარჩეს საზოგადოებასთან ბმაში. ბმაში მე ვგულისხმობ იმას, რომ გრძნობდეს საზოგადოების გასაჭირს, წინ უნდა უსწრებდეს მის მოთხოვნებს და უნდა იყოს ადეკვატური მორეაგირე პირი. თუ ირაკლი გრძნობს, რომ 2015 იქნება რთული წელი, ძალიან კარგია, მაგრამ ყველა უნდა ვისწრაფოდეთ, რომ 2015 წელს სირთულეები უნდა დავძლიოთ.”
პრემიერის-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წელი არ იქნება დალხენილი წელი და მთავრობა გაათმაგებული მობილიზებით უნდა შეხვდეს ამ გამოწვევებს.
საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ 2015 წელს ეკონომიკურ კეთილდღეობას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა:
“რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”.