ამის შესახებ საქართველოს ვიცე–პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ დღეს, სამინისტროს ორი წლის საქმინობის შეჯამებისას, თბილისის საკრებულოს განახლებულ შენობაში გააკეთა.
“პირველ ეტაპზე იგეგმება 20 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის პროექტის განხორციელება
300 მგვტ-მდე განვითარების პერსპექტივით. გორის მიმდებარედ უკვე დაიდგა ქარის სიმძლავრის გამზომველი აპარატურა. დასრულდა კვლევითი და საპროექტო სამუშაოები” –განაცხადა კალაძემ.
ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო
საკუთარი სახსრებით ააშენებს და რომლის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ
დოლარს შეადგენს. მშენებლობის დაწყება 2015 წელს იგეგმება.








