ეკონომიკა

კალაძე: ორ წელიწადში ექსპლოტაციაში 7 ჰიდროელექტროსადგური შევიდა

17 ნოემბერი, 2014 •
კალაძე:  ორ წელიწადში ექსპლოტაციაში 7 ჰიდროელექტროსადგური შევიდა

ეს განცხადება კალაძემ დღეს თბილისის საკრებულოს განახლებულ შენობაში, სამინისტროს საქმინობის 2 წლის შედეგების პრეზენტაციაზე გააკეთა.   

 

კალაძის ინფორმაციით, 2013–2014 წლებში ამოქმედებული ჰესების ჯამური სიმძლავრე 149,9 მეგავატია, (შილდა ჰესი -4,8 მგვტ, ბახვი 3 ჰესი -10 მგვტ; ლარსი ჰესი – 19 მგვტ; ახმეტა ჰესი- 9,1 მგვტ; ყაზბეგი ჰესი- 6 მგვტ; არაგვი ჰესი -8 მგვტ; ფარავან ჰესი -87 მგვტ.) ჰესების ჯამური წლიური გამომუშავება 696,4 მლნ კვტ.საათია, ხოლო მთლიანი საინვესტიციო ღირებულება- 251,106 000 აშშ დოლარი.

 

“გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა 82 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. ამ პროექტებიდან 16 ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის ეტაპზეა. პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა 544 მეგავატია, ხოლო წლიური ჯამური გამომუშავება- 2,2 მილიარდი კვტ. სთ. 14 პროექტი იმყოფება მოსამზადებელ ეტაპზე და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება შესაბამისი ნებართვების აღების შემდგომ. ეს დამატებით 1,338 მეგავატია, ხოლო ამ სადგურების წლიური ჯამური გამომუშავება 4,2 მილიარდი კვტ. სთ-ს შეადგენს” – განაცხადა კალაძემ. 


მინისტრის ინფორმაციით, 52 პროექტი კვლევის ეტაპზეა, რის საფუძველზეც შესაძლებელია ელექტროსისტემას
დამატებით 928 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატოს, რაც წლიური გამომუშავებით 4,9 მილიარდი კვტ.სთ–ს შეადგენს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი