ეკონომიკა

კალაძე: ბიუჯეტიდან 28 უშუქო სოფლის გამრიცხველიანებისთვის 6 მლნ ლარი გამოიყო

17 ნოემბერი, 2014 •
კალაძე: ბიუჯეტიდან 28 უშუქო სოფლის გამრიცხველიანებისთვის 6 მლნ ლარი გამოიყო

ენერგეტიკის მინისტრი მთავარ მიღწევად რეგიონებში “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და უშუქო სოფლების ელექტროფიკაციას ასახელებს: 

 

“ენერგოპრო ჯორჯიასთან” აქტიურად ვთანამშრომლობთ და გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2015 წლის ბოლოსთვის გამრიცხველიანების სამუშაოები იქნება დასრულებული. მნიშვნელოვანია უშუქო სოფლების ელექტროფიცირების პროექტი. აქამდე ერთ–ერთ დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენდა უშუქო სოფლები. იქ მცხოვრებ მოსახლეობას არ მოეწოდებოდა ელექტროენერგია.  არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, უშუქო სოფლებისთვის გამოიყო 6 მლნ ლარი. განხორციელებული ელექტროფიცირების სამუშაოების შედეგად ელექტროენერგია მიეწოდება 8 უშუქო სოფელს. პროექტის ფარგლებშიც დაიხარჯა 1მლნ 39 ათასი ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს და დასრულდება 20 უშუქო სოფლის ელექტროფიცირების სამუშაოები.”


 

მასალების გადაბეჭდვის წესი