“პირველი მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ საზღვრისპირა სოფლების გაზიფიცირება დასრულდება. ეს არის 41 სოფელი, რომლის მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ბუნებრივი აირით. წელს გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა და ბუნებრივ აირს მიიღებს 40 ათას აბონენტზე მეტი” –ეს განცხადება კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, მაღალმთიან სოფლებში აბონენტების გაზიფიცირება ამ დროისათვის არ ხდება:
“მაღალმთიან სოფლებს რაც შეეხება, ძალიან ძვირი ჯდება გაზის შეყვანა და გამრიცხველიანება. კომერციულ კომპანიას არ აქვს ამის ვალდებულება. არის სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ის ახორციელებს მაღალმთიან რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოებს. აქ გასარკვევი იქნება საკითხი, რამდენად მიზანშეწონილია გაზიფიციერბა სოფლებში და თუ შესაძლებელია, იქ მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ლოკალურად უნდა მოხდეს.”
კალაძის განცხადებით, მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობას ზამთრის მძიმე პირობების დაძლევის მიზნით მეტი წვდომა უნდა მიეცეთ ხე–ტყის მასალაზე:
“მაღალმთან სოფლებში ერთი აბონენტის გაზიფიცირება ჯდება 5 ათასი ლარი. მთავრობა იმსჯელებს, თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ მზად ვართ მოვახდინოთ გაზიფიცირება.”








