ეკონომიკა

gnerc: ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებით ბიზნესმა 1 მლნ ლარი დაზოგა

6 ოქტომბერი, 2014 • • 1103
gnerc: ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებით ბიზნესმა 1 მლნ ლარი დაზოგა

ტარიფების ახალი მეთოდოლოგიით გადათვლის შემდეგ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფი კომერციული მომხარებლებისთვის მაღალ და დაბალ ძაბვაზე დაახლოებით 0.07 თეთრით, საშუალო ძაბვაზე კი 1.25 თეთრით შემცირდა.

 

შემცირებული ტარიფით ბიზნესი  პირველი სექტემბრიდან სარგებლობს და ერთ თვეში კომერციული ტარიფის შემცირებით საქართველოს რეგიონებში  კერძო სექტორმა დაახლოებით 1 მლნ ლარი უკვე დაზოგა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მათთვის, ვინც თვეში 0–დან  300 კვტ სააათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს,  ტარიფი 2013 წლის 1 იანვარს 21-27%–ით შემცირდა, 2013 წლის 1 მარტს კი 5 თეთრით გაიაფდა ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურიც.

 

ელექტრო ენერგიის ტარიფი
ელექტრო ენერგიის ტარიფი

მასალების გადაბეჭდვის წესი