ეკონომიკა

თბილისში პირველი ბულვარი შენდება

27 აგვისტო, 2014 • • 2603
თბილისში პირველი ბულვარი შენდება

სამკილომეტრნახევარი სიგრძის მონაკვეთზე დასასვენებელი სკამები, კაფეები და ველოტრასები განლაგდება. საცხოვრებელი კომპლექსი და ახალი ბულვარი მდინარე მტკვრისა და ჩოლოყაშვილის ქუჩას შორის შენდება. 

 


“ბულვარი ქალაქის ცენტრიდან 7 წუთის სავალ გზაზე, საცხოვრებელი კომპლექსი – დირსის ტერიტორიაზე შენდება. საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მდინარეს რეკრეაციული ფუნქცია აქამდე დაკარგული ჰქონდა. ქალაქის დიდ ნაწილში მტკვრის გასწვრივ სამანქანო გზებია აშენებული. დირსის ახალმა უბანმა კი ეს ტენდენცია დაარღვია. ბულვართან ახლოს საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და ველოტრასები მოეწყობა. ბულვართან ახლოს პატარებისათვის ეზოები საინტერესო კონსტრუქციებითა და სათამაშოებით აღიჭურვება” –აცხადებენ “დირსის” პრესსამსახურში. 


დირსის უბანს თბილისში AS Group Investment უმსხვილესი აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია აშენებს,  რომელიც საქართველოში AS Georgia-ს სახით არის წარმოდგენილი.


პროექტი დირსი იქნება თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს 22 საცხოვრებელ კორპუსს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, გასართობ სავაჭრო ზონას, სამედიცინო ცენტრსა და ატრაქციონების პარკს.


დირსი 40 ჰექტარზე გაშენებული ახალი საცხოვრებელი რაიონია, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული.

 

ბულვარი თბილისში
ბულვარი თბილისში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი