ეკონომიკა

გიორგი ხელაია: თბილისის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა

26 აგვისტო, 2014 • • 1273
გიორგი ხელაია: თბილისის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა

ამის შესახებ გიორგი ხელაიამ კომენტარი ტელეომპანია “იმედთან” გააკეთა. 


“შეწყვეტილია 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი, აღნიშნულის მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ხელშეკრულებები იყო შედგენილი არაკვალიფიციურად. არ იყო განსაზღვრული,  მკაფიოდ გამოკვეთილი კონტრაქტორთა ვალდებულებები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავამკაცროთ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც შეეხება კონტრაქტორების მიერ საგარანტიო პირობების შესრულებას. ასევე გადაიხედება მთლიანად იურიდიული კუთხით და მოხდება მისი იურიდიული დახვეწა. ამ ხელშეკრულების საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში საავანსო თანხის გაცემის წესი შეიცვლება, ასევე მოხდება სამუშაოების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი”.

 
ხელაიას განცახდებით, ტენდერები მკაცრად გაკონტროლდება:

 
“მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას, ჩვენი მხირდან იქნება უმკაცრესი კონტროლი დაწესებული სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, ამ მთლიანი კონტრაქტის 5% დაკავდება და მისი გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პირველი ნაწილი იქნება, როდესაც დასრულდება კონტრაქტი და მეორე ნაწილი, როდესაც დასრულდება შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა”.

 

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ტენდერების შეჩერების გამო ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდება. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი