ეკონომიკა

“საქრუსენერგო”: “იმერეთის” გადამცემ ხაზს სავარაუდოდ მეხი დაეცა

28 ივლისი, 2014 • • 1651
“საქრუსენერგო”:  “იმერეთის” გადამცემ ხაზს სავარაუდოდ მეხი დაეცა

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “საქრუსენერგოში” განუცხადეს. 

 

რა გახდა “იმერეთის” 500 კილოვოლტიანი ხაზის გათიშვის მიზეზი? 

 

“საქრუსენერგოს” გენერალური დირექტორის რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით “იმერეთის” ხაზის გათიშვის მიზეზი ბუნებრივი მოვლენა გახდა: 

 

“გუშინ დავიწყეთ შემოვლა და დღეს დილით რომ ვნახეთ არსებული დაზიანება, გამოცდილი ტექნიკოსების აზრით სავარაუდოდ მეხი დაეცა აღნიშნულ ხაზს. თუმცა გადაწყვეტით ეს ექსპერტიზის შემდეგ დადასტურდება.” 

 

მიქაუტაძე ამბობს, რომ კომპანია ხაზების გამართულად მუშაობისთვის სოლიდურ ინვესტიცებს ხარჯავს:

 

“რაც საჭირო არის რომ ხაზმა იმუშვოს გამართულად და უწყვეტად, ამისთვის კომპანია თანხებს არ იშურებს. დგება შემოვლის აქტები, საიდანაც ვიცით რა არის გასაკეთებელი. იგეგმება და იდება ბიზნესგეგმაში და აქედან გამომდინარე ხდება ხარჯების გაწევა. ჩვენ მფლობელობაშია “იმერეთი”, “ქართლი1”, “ქართლი2”, “კავკასიონი”, “აჭარა” და “მუხრანი.” ამ ხაზების ავარიული გამორთვები წლის განმავლობაში არის რამოდენიმე. ძალიან საიმედო ხაზებია. ” 

 

“იმერეთის” მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი “საქრუსენერგოს” მფლობელობაში 1996 წელს გადაეცა. 

 

27 ივლისს დაახლობით 22:30 საათზე გაითიშა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი”. რამაც გამოიწვია 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების “კოლხიდა 2″–ის და “პალიასტომი 1” –ის გამორთვა.

 

“ხაზები 220 კოლოვოლტიანია და შესაბამისად გამტარუნარიანობა არის დაბლი. ამიტომ მოხდა ამ ხაზების ავარიული გამორთვა. შედეგად აღმოსავლეთ საქართველო მასშტაბურად შეიზღუდა. დაახლოებით 2 საათში ისევ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში განხორცელდა ელექტროენერგიის იმპორტი სომხეთიდან და მოგვიანებით თურქეთიდან. ასევე ჩაირთო ენერგობლოკი და გაზის ტურბინა. 28 ივლისს, ვიდრე აღდგებოდა ელექტროხაზი შეფერხებების გარეშე მიეწოდებოდა ელექტროენერგია აბონენტებს” – აცხედებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.  

ელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი