ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე flyvista შემოვიდა

2 ივნისი, 2014 •
საქართველოს ავიაბაზარზე flyvista შემოვიდა

Vista Georgia საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი და Aerovista-ს სტრატეგიული პარტნიორია.


„ჩვენ აქ ვართ, რათა შევთავაზოთ მგზავრებს უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი ფრენები. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება ჩვენი გუნდის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ამ ინდუსტრიაში” – აცხადებს flyvista-ს აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნ ჯუმბერ იაკობაძე. 

Vista Georgia 2009 წელს დაფუძნდა და ძირითადად სალიზინგო ჩარტერულ ფრენებს ახორციელელბს შუა აზიასა და აფრიკაში.

 

AeroVista არის თვითმფრინავების ლიზინგისა და მენეჯმნეტის საკითხების პროვაიდერი კომპანია, რომლის სათავო ოფისი დუბაისში მდებარეობს. 1999 წლიდან AeroVista მუშაობს როგორც შიდა, ასევე რეგიონალურ ავიახაზებთან დესეთეს, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზარზე. კომპანია პარტნიორებს სთავაზობს მათზე მორგებულ სპეციფიკურ გადაწყვეტილებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი