ინფორმაციას მომხმარებელთა მიმართვიანობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გასაჯაროებულ 2013 წლის ანგარშშია მოცემული. 


მომხმარებლების მიერ გაგზავნილი 280 განცხადება ეხებოდა ელექტროენერგიის, 277 – ბუნებრივი გაზისა და 121 – წყალმომარაგების საკითხებს. 

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიმართვის (განცხადების) საფუძველზე 2013 წელს კომისიამ მთლიანობაში ამ სფეროში 110 გადაწყვეტილება მიიღო. აქედან მომხმარებელთა სასარგებლოდ მიღებულ იქნა 74 გადაწყვეტილება, ანუ 67,3%. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 32 და არ დაკმაყოფილდა 4 განცხადება.


მთლიანობაში ამ სფეროში კომისიის გადაწყვეტილებების, სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მიმართვების, ასევე, სასამართლო პროცესების საფუძველზე  მომხმარებლებს ჩამოეწერა 221939,34 ლარი, როგორც არაკანონიერად და უსაფუძვლოდ
დარიცხული.


ბუნებრივი გაზის სექტორში – 77 109.10 ლარი, ელექტროენერგეტიკის სექტორში – 93 888.48 ლარი და წყალმომარაგების სექტორში – 50 941.76 ლარი. მთელი თანხიდან, კომისიის გადაწყვეტილებებით, ჩამოწერილია 78 193. 10 ლარი; ხოლო სამსახურის რეკომენდაციით – 143 746.24 ლარი (64,8%)


 

გამანაწილებელ კომპანიებსა და აბონენტებს შორის დავების უმეტესი ნაწილი გადაწყდა აბონენტთა სასარგებლოდ. 2013 წელს ელექტროენერგეტიკის სექტორში მათ ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უკანონოდ დარიცხული თანხები, დაახლოებით 1 231 720 ლარის ოდენობით.

 

 


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *