ეკონომიკა

საქსტატი ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევას იწყებს

28 მარტი, 2014 • • 999
საქსტატი ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევას იწყებს

პრილიდან დაწყებული გამოკვლევა ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის ყველა ინსტიტუციონალურ სექტორს: 


არაფინანსურ კორპორაციებს, ფინანსურ კორპორაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს,სახელმწიფო მმართველობას, შინამეურნეობებს.


გამოკვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის ბოლოსათვის სრულყოფილი ენერგეტიკული ბალანსის შემუშავება.


აღნიშნული სამუშაოების ტექნიკური მხარდაჭერა ევროკავშირის პროგრამა “ინოგეიტთან” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. ამ მიზნით გასული კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა “ინოგეიტის” მისია. პროცესებში ჩართულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი