ეკონომიკა

ნოემბერში 8,8 %–ით მეტი უძრავი ქონება დარეგისტრირდა

18 დეკემბერი, 2013 • • 1126
ნოემბერში 8,8 %–ით მეტი უძრავი ქონება დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბერი 2010-2012 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის ნოემბერთან (31 773 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 34.4%-ით, 2011 წლის ნოემბერთან (36 733 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 16.1%-ით და 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 8.8%-ით დაფიქსირდა. 

 

საჯარი რეესტრის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა: ზრდა დაფიქსირდა პირველად ტრანზაქციებზე (3.9%-ით), ხოლო კლება – მეორად ტრანზაქციებზე (4.9%-ით).


საჯარო რეესტრის შეფასებით, აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზრდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (9.1%-ით), ისე მეორადი (8.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა.


2013 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 8 679, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 33 985 ერთეული შეადგინა.  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი