ეკონომიკა

აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე ოქტომბერში

22 ნოემბერი, 2013 • • 1110
აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე ოქტომბერში

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ოქტომბერი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის ოქტომბერთან (30 632 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 44.0%-ით, 2011 წლის ოქტომბერთან (38 086 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 15.8%-ით და 2012 წლის ოქტომბერთან (41 776 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 5.6%-ით.

 

კორპუსის მშენებლობა
კორპუსის მშენებლობა

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 8.9%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (17.6%-ით), ისე მეორადი (7.0%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის ოქტომბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.048 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.993).

 

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზრდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (24.1%-ით), ისე მეორადი (2.0%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის ოქტომბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 8 355, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 35 746 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0.755 და 1.153 დონეებზე დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ოქტომბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.1%-ს მეორადი, ხოლო 18.9%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2012 წლის ოქტომბერში კი – შესაბამისად, 83.9% და 16.1%).

მასალების გადაბეჭდვის წესი