პატარიძის ადვოკატის თეიმურაზ მესხის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წასაყენებლად გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნდა:

“დაკავებისთვის შეიძლება იყო საკმარისი მტკიცებულება, მაგრამ ბრალის წარდგენისთვის არ იყო, ასე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დააკავო, მაგრამ მტკიცებულებები უნდა ამას”, – განაცხადა თეიმურაზ მესხმა.

 

პროკურატურა პატარიძეს ოთხი მუხლით სდებს ბრალს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრებას ითხოვდა. ერთ-ერთი ბრალდება ბესო სურმავას თავისუფლების აღკვეთაში დახმარება იყო. მას ასევე თანამდებობრივი უფლებამოვალეობის ბოროტად გამოყენება და გამოძალვა ედება ბრალად.

 

თემურ პატარიძე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ორი დღის წინ დააკავეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *