ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტი გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე [Video]

26 სექტემბერი, 2012 • 1114
ქუთაისის აეროპორტი გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე [Video]

ინტერიერი და ექსტერიერი მოუწესრიგებელია. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს გზის დაგება და შენობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

“სამი თვის წინ აქ არაფერი იყო, უბრალოდ მდელო იყო, ხვალ დილიდან კი ჩვენ მგზავრების, ტურისტების ჩამოყვანას დავიწყებთ”, – ამბობს ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენელი. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტი ხვალ, 10 საათზე გაიხსნება, თუმცა მუშების განცხადებით, მათ სამუშაოს დასრულების დროდ დღის 2 საათი განუსაზღვრეს. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ საერთაშორისო ფრენას ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს!

მასალების გადაბეჭდვის წესი