ეკონომიკა

ნოდარ ხადური ლარის კურსზე: აუცილებლად გამყარდება

3 ნოემბერი, 2016 • 1617
ნოდარ ხადური ლარის კურსზე: აუცილებლად გამყარდება

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ლარის კურსი “აუცილებლად გამყარდება”. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი 2.4195 ლარი ღირს, ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი უფრო მაღალია.

“ეკონომიკური პარამეტრები შეცვლილი არ არის. პირიქით- გაუმჯობესებულია, მათ შორის გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო, იმპორტს აქვს შემცირების ტენენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში, აზიის განვითარების ბანკიდან თანხები ჩამოირიცხება. ასე რომ, ვფიქრობ ეს ძალიან დორებითია. უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას. აუცილებლად გამყარდება კურსი”, – განაცხადა ხადურმა.

19338

მასალების გადაბეჭდვის წესი