ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მისმა კომპანიებმა “ქართულ ოცნებას” ფული გიორგი კვირიკაშვილის გამო შესწირეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” აგვისტოში 5 593 420 ლარის შემოწირულობა მიიღეს. მმართველ პარტიას  13-მა იურიუდიულმა პირმა, ჯამში, 950 ათასი ლარი შესწირა, დანარჩენი კი- 449 ფიზიკურმა პირმა. “ქართული ოცნების” შემწირველ იურიდიულ პირებს შორის არიან თემურ ჭყონიას კომპანიები, მაგალითად, თ და რ დისტრიბუშენ [15 000 ლარი], კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია (30 000 ლარი).

“[ფულის შეწირვის] პირველი მიზეზი არის ის, რომ მე მსურს მხარი დავუჭირო გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც კარგი პრემიერ-მინისტრია. ეს არის ჩემი ძირითადი მოტივაცია. მეტი არაფერი. სხვა არავითარი მიზეზი არ მაქვს”, – განუცხადა ჭყონიამ ნეტგაზეთს.

როდესაც ბიზნესმენს წინა წლებში მის მიერ გამოთქმული შენიშვნები შევახსენეთ მმართველი გუნდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჭყონიამ განაცხადა, რომ “შენიშვნები დღესაც უამრავი აქვს”

“მაგრამ კვირიკაშვილი არის [არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვა ბიზნესმენების აზრსაც გეუბნებით] არის პიორვნება, რომელმაც მოკლე პერიოდში დაამყარა მშვიდობიანი… მშვიდობიან სიტუაციაში მიდის არჩევნები. წყნარი, კომუნიკაბელური ადამიანია, ჭკვიანი კაცია და მინდა, რომ იყოს პრემიერ-მინისტრი. ესაა ჩემი მოტივაცია”, – თქვა ჭყონიამ და დასძინა, რომ ის არის  გიორგი კვირიკაშვილის მხარდამჭერი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *