ჩინეთი ირანულ ნედლ ნავთობს ეროვნული იუანით ყიდულობს. მსოფლიოში ნავთობის მიწოდებისას ანგარიშსწორება ამერკულ დოლარში ხდება. თუმცა ვაშინგტონის სანქციების შემდეგ თეირანს აშშ დოლარში ანგარიშსწორება უჭირს.
ნავთობის გაყიდვიდან მიღებული ფულით თეირანი ჩინეთში პროდუქციას და მომსახურების სერვისს შეიძენს. ჩინეთი ირანული ნედლი ნავთობის ერთ–ერთო მსხვილი იმპორტიორია.
აშშ ახორციელებდა ჩინეთზე ზეწოლას, რათა თაირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციებში მონაწილეობა მიეღო. აშშ იმედოვნებს, რომ სანქციების გამკაცრების შედეგად თეირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს იტყვის. აშშ–ის გეგმების მიხედვით, 28 ივნისიადნ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება.
აშშ და მისი პარტნიორები ეჭვობენ, რომ ირანი ავითარებს პროგრამას, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თეიარნი აცხადებს, რომ ეს პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისათვის არის განკუთვნილი.
აშშ უკვე აცხადებს, რომ ახალი სანქციები მიმართული იქნება იაპონიის და ევროკავშირის 10 ქვეყნის ბანკების წინააღმდეგ. რადგან ამ ქვეყნების ბანკები თეირანს ნავთობის იმპორტის განხორციელებაში ეხმარებიან. ახლა აშშ–ის მთელი ძალისხმევა მიმართულია ჩინეთზე, ინდოეთასა და სამხრეთ კორეაზე.
აშშ–სა და თეირანს შორის შექმნილ მდგომარეობას სათავისოდ იყენებს ჩინეთი. ეს ქვეყანა დიდი ხანია ცდილობს, იუანმა საერთაშორისო ვალუტის სტატუსი მიიღოს, რომელიც კონკურენციას ბაზრებზე ამერიკულ დოლარს გაუწევს. პირველი მყარი ნაბიჯი ამის განსახორციელებლად იუანით ირანული ნედლი ნავთობის შესყიდვაა. ამასთან პეკინმა ლონდონში ოფშორული ვაჭრობისათვის ახალი ცენტრი გახსნა. ამ ტიპის ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ჰონკონგში.
2012 წელს ჩინეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი შეამცირა და თეირანს ნედლი ნავთობის შესასყიდად თავისთვის მომგებიანი პირობები შესთავაზა. ჩინეთის გადაწყვეტილება აშშ–ის მიერ ირანის მინართ გატარებულ სანქციებთან წინააღმდეგობაში მოდის. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეამცირებს თუ არა ჩინეთი ირანის ნავთობის იმპორტის მოცულობას 2012 წლის ბოლოსთვის. ჩინეთის ეკონომიკა დამოკიდებულია ნედლი ნავთობის იმპორტზე. ამ ქვეყანაში 2012 წლის დასაწყისიდან საწვავზე ფასი სწრაფად იზრდება.