„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების ბაზრის კვლევა წარმოდგინა. კვლავის მიზანი საქართველოდან მგზავრების გადაყვანის მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლის დადგენა იყო.
კვლევის ფარგლებში საქართველოში ფრენების განმხორციელებელი 13 ავიაკომპანიის სარეიტინგო მაჩვენებლები შეისწავლა. კვლევაში მოექცა: Turkish Airlines, Lufthansa, Austrian Airlines, China Southern Airlines, bmi British Midland, Air Baltic, LOT Polish Airlines, Azerbaijan Airlines, Air Astana, S7 Siberia Airlines, Pegasus Airlines, Ukraine Int’l Airlines და KLM.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარის, გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, წარმოდგენილი კვლევა ორგანიზაცია Skytrax-ის მაჩვენებლებს დაეყრდნო.
„ორგანიზაცია Skytrax 1989 წელს ავიაინდუსტრიის სფეროში კვლევების და კონსულტაციების განხორციელების მიზნით შექმნა. ორგანიზაციის წარმომადგენლები კვლევებს ახორციელებენ 215 ავიაკომპანიასთან და 75 აეროპორტში. მისი რეიტინგები მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც ყველაზე ავტორიტეტული მაჩვენებლები ავიაინდუსტრიაში“– ამბობს აბაშიშვილი.
ორგანიზაციამ ავიაკომპანიების კლასიფიცირება მათი პროდუქტების და მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემის მიხედვით წარმოადგინა. სერვისების ხარისხის მიხედვით კომპანიების შეფასება გარკვეული რაოდენობის ვარსკვლავებით ხდება. შეფასება ხორციელდება 800-ზე მეტი კრიტერიუმით, რომელიც მოიცავს როგორც პროდუქტების, ასევე მომსახურების მიწოდების ხარიხს.
„მონაცემების ანალიზი ხდება ყოველ 2-3 თვეში ერთხელ, რომლის შემდგომაც ხდება წლის მონაცემებით ავიაკომპანიების რანჟირება ვარსკვლავების მიხედვით .აუდიტი მოიცავს როგორც მომსახურების გაწევას აეროპორტებში, ასევე ბორტზე დასაჯდომების სტანდარტებს, მგზავრების კვებას და გართობას, სტუმართმოყვარე დამოკიდებულებას მგზავრების მიმართ, სანიტარულ და ჰიგიენურ მდგომარეობას, ენების ცოდნას“– ამბობს აბაშიშვილი.
კომპანიებისათვის საშუალო შეფასების გამოყვანა ხდება მოკლე, საშუალო და გრძელი გადაფრენების და ყველანაირი მომსახურების მიხედვით. არნიშნული რეიტინგი შედგენილია 100–ზე მეტი ნაციონალობის 18.8 მილიონი მგზავრის გამოკითხვის მიხედვით. მისი აღიარება წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციას ავიაკომპანიების სფეროში.
კვლევის მიხედვით, 200-ზე მეტი ავიაკომპანის გამოკვლევა, კლიენტების კმაყოფილების მიხედვით, 38 კრიტერიუმით მოხდა. ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიების სამეულში თურქეთის ავიახაზები, შვეიცარიის ავიახაზები და კომპანია „ლუფთანზა“ მოხვდა. მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების ათეულში მოხვდა: კატარის ავიახეზები, სინგაპურის ავიახაზები, სამხრეთ კორეის ავიახაზები, ჩინეთის ავიახაზები, ტაი ეარვეისი, არაბეთის გაერთიანებული ემირატების ავიახაზები, ახალი ზელანდიის ავიახაზები, ავსტრალიის ავიახაზები, თურქეთის ავიახაზები და კომპანია ემირატები.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ხუთი ვარსკვლავი სერვისების მიხედვით მიენიჭა: აზიანა ეარვეისს, კატაის ეარვეისს, ჰაინანის ეარვეისს, კატარის ეარვეისს და სინგაპურ ეარვეისს.
საქართველოში ერთი ხუთვარსკვლავიანი, ოთხი ოთხვარსკვლავიანი, 8 სამვარსკვლავიანი და ორი ორვარსკვლავიანი ავიაკომპანია საქმიანობს. კავკასიის მასშტაბით ხუთვარსკვლავიანი ავიაკომპანია მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში დაფრინავს.
ოთხვარსკვლავიანი ავიაკომპანიების მიმართულებით კვლავ საქართველო და აზერბაიჯანი ლიდერობენ, ამ ქვეყნებში ოთხ-ოთხი ასეთი რანგის ავიაკომპანია დაფრინავს. სომხეთში კი მხოლოდ ორი ოთხვარსკვლავიანი.
სამვარსკვლავიანი ავიაკომპანიების მომსახურების კუთხით საქართველო ლიდერობს. ქვეყანაში 8 სამვარსკვლავიანი ავიაკომპანია დაფრინავს. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 7 სამვარკვლავიანი ავიაკომპანია დაფრინავს. ეს მაჩვენებელი ერთით აღემატება სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ორვარსკვლავიანი ავიაკომოპანიებიდან ორ-ორი მათგანი დაფრინავს საქართველოსა და სომხეთში. აზერბაიჯანში კი ეს მაჩვენებელი ნულის ტოლია.
საქართველოში მგზავრებს ემსახურება მოფლიოში საუკეთესო კომპანია „Qatar Airways“ და ევროპაში საუკეთესო კომპანია „Turkish Airlines“. საქართველო მგზავრების მომსახურების მიხედვით (მაღალრეიტინგული ავიაკომპანიების მაჩვენებელით) კავკასიის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა (ერთი სამვარკვლავიანი და ორი 2 ვარსკვლავიანი ავიაკომპანის ფრენებით უსწრებს აზერბაიჯანს); ორგანიზაცია Skytrax –ს რეიტინგში ქართული ავიაკომპანიები არ არის მოხვედრილი. რეიტინგში აზერბაიჯანულ ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ 3 ვარსკვლავი, ხოლო სომხურ „Armavia“–ს ორი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული.
ქართული ავიაკომპანიას „საქართველოს ავიახაზების“ (აირზენას) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ კომპანიის სერვისთან დაკავშირებით აირზენას წარმომადგენლებისთვის კითხვები არავის დაუსვამს: „ჩვენი ავიაკომპანია ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ჩვენ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია იატას წევრი ვართ. კომპანიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არ ვაკმაყოფილებდეთ საერთასორისო სტანდარტებს, ჩვენ არავინ არ შეგვიშვებდა ევროპულ ბაზარზე. იგივე უსაფრთხოების კუთხით და სერვისების მომსახურებით ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ“.