ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პრიორიტეტები

16 დეკემბერი, 2011 • 1165
სოფლის მეურნეობის მინისტრის  პრიორიტეტები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ სასტუმრო “რედისონში” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 2012 წელს ქვეყნის  სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგია წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, “2012 წლის მთავარი პრიორიტეტი  ბაზრების დივერსიფიკაცია და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია იქნება. ამ მიზნით ქვეყანა ღვინის პრესტიჟულ გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას”.

პრეზენტაციის თაანხმად, 2012 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის უმთავრესი პირიორიტეტი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, სასათბურე მეურნეობის რეაბილიტაცია, კვლევითი ცენტრების და მექანიზაციის სერვის-ცენტრების შექმნა, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარება და მარცვლეულის წარმოების ხელშეწყობა.

გოროზიას თქმით, სამინისტროს მთავარი მიზანი იქნება  იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლება: „ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია,  2012 წელს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება ექსპორტით. რაც ავტომატურად იწვევს ადგილობრივი პროდუქციის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, საირიგაციო სისტემების განვითარებას,  ახალი ტექნიკის, ტრაქტორების ჩამოყვანას. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება მეტი სავარგულები იყოს მოხნული და  სწრაფად მოვახდინოთ ჩვენი შიდა პროდუქტის ზრდა .“

მინისტრის  თქმით, მომავალ წელს ქვეყნის მასშტაბით 12 ახალი მომსახურების ცენტრი მოეწყობა, სადაც ყველა გლეხს საშუალება ექნება, უახლესი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმთავრესი პრობლემა სასათბურე  მეურნეობების არარსებობაში მდგომარებს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მომავალში სასათბურე მეურნების განვითარებით,  იმპორტის,  ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება გახდება შესაძლებელი.

ევროპარლამენტის წევრი ფილიპ დიმიტროვი სოფლის მეურნეობის მინისტრის პრეზენტაციას დადებითად აფასებს:  „ეს არის ძალიან სერიოზული სტრატეგია, რომელიც ეხება, აგროკულტურების განვითრების სფეროს. ახალი ტექნოლოგოების დანერგვა ამ სეგმენტში აუცილებელია“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2102 წელს – 119.9 მლნ ლარით განისაზღვრა, 2011 წელს – 86 მლნ ლარი შეადგინა. უწყების ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგებაზე დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი