ეკონომიკა

ქუმსიშვილი: ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დარჩება

27 მაისი, 2016 •
ქუმსიშვილი: ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დარჩება

“ამ წუთში ჩვენ ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დარჩება”, – ეს განცხადება “მაესტროს” ბიზნესკონტაქტის ეთერში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

“რაც შეეხება ფინანსურ ზედამხედველობას, ეს საკითხი, მე ვფიქრობ, რომ ამოწურულია”, – თქვა მინისტრმა.

ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტობის დროს ფინანსური ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გატანის საკითხზე პარლამენტმა კანონი მიიღო და სპეციალური კომისიაც ჩამოაყალიბა ირაკლი კოვზანაძის თავმდჯომარეობით, თუმცა ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ზედამხედველობის ახალი წესი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეაჩერა. ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გიორგი ქადაგიძის მსგავსად აცხადებს, რომ ზედამხედველობის სისტემა უმჯობესია ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი