ეკონომიკა

ონიშენკო : რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 7 ქართულ კომპანიას სურს

6 დეკემბერი, 2011 • 1133
ონიშენკო : რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 7 ქართულ კომპანიას სურს

რუსეთის სანიტარული სამსახური  საქართველოში ექსპერტების გამოგზავნის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს. ამ უწყების ექსპერტები იმ კომპანიებს შეამოწმებენ, რომლებიც რუსეთში ღვინის ნაწარმის ექსპორტის სურვილს გამოთქვამენ.

რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელმა, გენადი ონიშენკომ „ინტერფაქსს“ აცნობა, რომ ექსპერტები მზად არიან, ჩავიდნენ საქართველოში და დათვალიერონ კომპანია „სარაჯიშვილი“, რომელიც კონიაკს აწარმოებს.

ონიშენკოს თქმით, რუსეთში პროდუქციის ექსპორტისათვის მზადყოფნას  შვიდი ქართული კომპანია გამოთქვამს.

რაც შეეხება „სარაჯიშვილს“, ონიშენკოს თქმით, კომპანიამ სთანადო დოკუმენტაცია უკვე გადმოგზავნა და არსებობს კითხვები, რომლებზეც რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტები მუშაობენ.

ონიშენკოს განცხადებით, რუსეთის სანიტარული სამსახური იმედოვნებს, რომ  ქართული პროდუქციის ხარისხი რუსეთის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. „რათა ისე არ მოხდეს, რომ ქართული პროდუქცია ბაზარზე შემოვიდეს და ჩვენ დავბრაკოთ“– ამბობს ონიშენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი