ეკონომიკა

“ელექტროსისტემა“ ძველ ვალს იხდის

5 დეკემბერი, 2011 • 1155
“ელექტროსისტემა“ ძველ ვალს იხდის

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 1998-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას განაგრძობს.  სსე-ს რეაბილიტაციის მმართველის  სულხან ზუმბურიძის ინფორმაციით, სსე-ს გასულ წლებში დაგროვილი დავალიანება 3 მლნ ლარს აღემატება. კომპანიამ 2008 წლიდან დღემდე 474 921 ლარი დაფარა. დავალიანების გასტუმრება ეტაპობრივად განხორციელდება და 2013 წელს დასრულდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” დავალიანების მქონე პირთა განცხადებები ყოველდღიურად შემოდის, რეგიონებში კი ინფორმაცია  საწარმოს შესაბამის რეგიონალურ ქსელებში გროვდება.  დავალიანებების მქონე პირთა მონაცემები სსე-ის სათაო ოფისს გადამოეცემა, სადაც ხდება საბუთების მომზადება გადარიცხვისთვის,“ – ამბობს სულხან ზუმბურიძე.

მიმდინარე წელს სსე 917 017 ლარს გადაიხდის. დავალიანებას მიიღებენ სსე-ის როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი თანამშრომლები, რომელთაც აღნიშნულ წლებში სახელფასო, სამივილინებო ან საქვეანგარიშო დავალიანება დაუგროვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი