ეკონომიკა

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

28 ნოემბერი, 2011 • 1015
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

 

საქართველოს მთავრობა ნამახვანის ჰესების  კასკადის პროექტის განხორციელების მშენებლობის მიზნით  ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პირობების თანახმად, ინვესტორს ჰესის  ფლობისა და ოპერირების უფლებაც ექნება.

 

კასკადის დადგმული სიმძლავრეა – 450 მგვტ; საშუალო წლიური გამომუშავება – 1600 გვტსთ; სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება – 850 მლნ. აშშ დოლარი.

“საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ქვეყანაა აუთვისებელი ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალის თვალსაზრისით. რეგიონში არსებული სწრაფად მზარდი მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების პრიორიტეტულობა და არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო მყარ საფუძველს ქმნის საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელებისათვის”- ამბობს ენერგეტიკის მიმნისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.

ვალიშვილის თქმით,  საერთაშორისო კომპანიების მიერ მომზადებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, ასევე გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშების თანახმად, ნამახვანის კასკადის პროექტის განხორციელება მისაღებია როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი