ეკონომიკა

საქართველოში ევროსტატის კონფერენცია გაიმართება

9 ნოემბერი, 2011 • 1187
საქართველოში ევროსტატის კონფერენცია გაიმართება

2012 წელს საქართველოში, ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი) ეგიდით, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სტატისტიკურ უწყებათა ხელმძღვანელებისთვის მაღალი დონის კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენციის მიზანია ევროპის სტატისტიკური სისტემის აქტუალური პრობლემების და მათი გადაჭრის გზების განხილვა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სტატისტიკის სფეროში ევროკავშირის წამყვანი ექსპერტების პრეზენტაციები, გაიმართება დისკუსიები, დაისახება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

მსგავს შეხვედრებს ევროსტატი ყოველწლიურად ატარებს. საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა  სივრცეში, სადაც ევროსტატი მსგავს მაღალი დონის ღონისძიებას ჩაატრებს. კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის როლის შემდგომ გაძლიერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი