ეკონომიკა

ქართული ციტრუსის ექსპორტის პრობლემები

8 ნოემბერი, 2011 • 950
ქართული ციტრუსის ექსპორტის პრობლემები

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის სხდომაზე საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის პრობლემებზე ისაუბრა.

თარგამაძის განცხადებით, ის ამ სფეროში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

„საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღება ორ კვირაში იწყება, თუმცა, სად უნდა გაასაღონ მეწარმეებმა პროდუქტი, გაუგებარია, რადგან გარე ბაზრის გარდა, პრობლემები შიდა ბაზარზეც არსებობს. ქართული ციტრუსის გასაღების ძირითადი ბაზარი უკრაინაა, თუმცა ამ ქვეყანამ პროდუქციის განბაჟების წესები შეცვალა, რაც ციტრუსის ფასს ორჯერ აძვირებს. ადგილზე ციტრუსის მიმღები გადამამუშავებელი ქარხნები „ნარინჯი“ და „ქართული პროდუქტი“ დახურულია. ხელისუფლებამ ამ  ქარხნების გასხვისებაზე და გადაცემაზე  არ იზრუნა,“ –ამბობს თარგამაძე.

მისი თქმით, ციტრუსის მოსავალი წელს ძალიან მაღალია, სახელმწიფო კი ამ სფეროს სუბსიდირებას არ აპირებს: „ქვეყნიდან ციტრუსი იმის გამოც ვერ გადის, რომ რკინიგზას არ აქვს შესაბამისი სამაცივრე ვაგონები. ექსპორტიორი ბაზარი პროდუქტს აძვირებს. ადგილზე ციტრუსის მიღება შეზღუდულია. ასევე, ორჯერ გაძვირდა ტარა, რადგან ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ ქვეყანაში ხის მასალა გაძვირდა,“ – ამბობს თარგამაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი