ეკონომიკა

ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წელს დასრულდება

4 ნოემბერი, 2011 • 1049
ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წელს დასრულდება

„ენერგო–პრო ჯორჯიას“ ცნობით, საქართველოს რეგიონებში არსებული ყველა აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

კომპანია ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის ინდივიდუალური გამრიცხველიანებას ახორციელებს. მიმდინარე სამუშოები, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ დაათვალიერა.

სამუშაოების შედეგად, თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველები 696 აბონენტს დაუმონტაჟდება. პროექტში „ენერგო–პრო ჯორჯია“ ჯამში 208 800  ლარის ინვესტირებას გეგმავს.

„ენერგო–პრო ჯორჯიამ“ საქართველოს მასშტაბით 500 ათასამდე აბონენტი უკვე გაამრიცხველიანა. აქედან, მიმდინარე წლის 10 თვეში 94 703 აბონენტი გამრიცხველიანდა, წლის ბოლომდე დამატებით 36 400 აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი