ეკონომიკა

გიორგი ქადაგიძე: საბანკო სექტორის პოლიტიზირება არ მოხდება

28 ოქტომბერი, 2011 •
გიორგი ქადაგიძე: საბანკო სექტორის პოლიტიზირება არ მოხდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტარმა გიორგი ცაგარეიშვილმა „ქართუ ბანკთან“დაკავშირებით განმარტება მოსთხოვა. ცაგარეიშვილი  „ქართუ ბანკში“ეროვნული ბანკის შემოწმების შედეგებით დაინტერესდა.

გიორგი ქადაგიძემ პარლამენტარს ზოგადი პასუხი გასცა: „ვერ გავაკეთებ იმაზე მეტ კომენტარს, რაც გუშინ განვაცხადე. ჩვენთვის მიუღებელია საბანკო სექტორის პოლიტიზირება, ჩვენ მაქსიმალუარდ ვცდილობთ ავაშენოთ ჩინეთის  კედელი საბანკო სექტორსა და პოლიტიკას შორის“.

ქადაგიძის განმარტებით, ეროვნული ბანკი და „ქართუ ბანკი“ აპოლიტიკური ინსტიტუტებია.

„ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ  პროცესები არ გადავიდეს პოლიტიკურ სიბრტყეში. გუშინ განვაცხადეთ, რომ  „ქართუ ბანკს“ დაყადაღებული თანხის  ნაწილის ფინანანსურ რესურსს გამოვუყოფდით, რასაც მოჰყვა განცხადება, რომ ბანკს ეს რესურსი არ სჭირდება“, – ამბობს ქადაგიძე.

რაც შეეხება შემოწმების  დეტალებს, ქადაგიძე მზად არის, ინფორმაცია პარლამენტარებს დაინტერესების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიაწოდოს.

პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია ქადაგიძის განცხადებას ზომიერს უწოდებს.

„ქართუ ბანკის საინკასაციო მანქანა დააყაჩაღეს, ბუნებრივია, ეს არ არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, რომ  საბანკო სექტორს სახელი არ შეელახოს და არ დაინგრეს, რადგან თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ბანკებიდან თანხის გადინება მოხდება“,–  ამბობს ბაღათურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი