ეკონომიკა

შვედეთის სტატისტიკის მისია საქსტატში

27 ოქტომბერი, 2011 • 1019
შვედეთის სტატისტიკის მისია საქსტატში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  24–28 ოქტომბერს საქსტატს შვედეთის სტატისტიკის მისია ეწვია.

ექსპერტები მთელი კვირის განმავლობაში ფასების სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლებთან იმუშავებენ. შეხვედრების ძირითადი მიმართულება სამომხმარებლო ფასების ინდექსებთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური საკითხებისა და ინფლაციის დათვლის მეთოდების განხილვა იქნება.

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი