განათლება

ანათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე თბილისის სკოლებში განთავსებულ რამდენიმე ცენტრს ეწვივნენ და ოლიმპიადის პირველი ტურის მიმდინარეობას დააკვირდნენ.

სასწავლო ოლიმპიადას გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობის სურვილი უპრეცენდენტო რაოდენობის მოსწავლემ გამოთქვა. დარეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა. ოლიმპიელები საქართველოს ყველა რაიონის ყველა სკოლიდან დარეგისტრირდნენ. ოლიმპიადაში მონაწილეობს საქართველოს სკოლების 95%. ოლიმპიადის პირველი ტური მთელი ქვეყნის მასშტაბით 150–მდე ცენტრში ჩატარდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სასწავლო ოლიმპიადები ყოველწლიურად ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ცნობილია, რომ ყველაზე მეტი ოლიმპიელი ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის მიმართულებით შეეჯიბრა ერთმანეთს.

ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.

სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთაგან 10 გამარჯვებული ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე გამოვლინდება 10 საუკეთესო სკოლა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდება.

ოლიმპიადა ტარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დარეგისტრირდა 6 708 არაქართულენოვანი მოსწავლე. ქართულის, ფიზიკის, მათემატიკისა და ისტორიის მიმართულებით მონაწილეობს 10 უსინათლო მოსწავლე. ოლიმპიადაში ასევე მონაწილეობს გალის რაიონში მცხოვრები 157 მოსწავლე რაიონის 12 სკოლიდან.

სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური 2-3 მაისს ჩატარდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია ანდღულაძე