ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ესპანური ჯილდოს Gaudí Award-ის მფლობელი გახდა. ფილმმა წლის საუკეთესო ევროპული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ფილმი “მანდარინები” უკვე იყო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი.

Gaudí Awards ერთ-ერთი პრესტიჟული ესპანური ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ 2009 წელს დააარსა. ჯილდოს სტატუეტის დიზაინი ავტორებმა ცნობილი ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის შემოქმედების ინსპირაციით შექმნეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *