საზოგადოებახელოვნება

ჩვენი დასის წევრი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს, არ გავჩუმდებით – ახალი თეატრი

5 დეკემბერი, 2024 •
ჩვენი დასის წევრი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს, არ გავჩუმდებით – ახალი თეატრი

ახალი თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს 5 დეკემბერს, საღამოს საკუთარ სახლში. გუშინ მსახიობი წერდა, რომ გაიფიცა. 

“მოძალადე სისტემა უკვე სახლებში გვივარდება!

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი დასის წევრის, ანდრო ჭიჭინაძის საკუთარ სახლში დაკავების შესახებ!

პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება ვრცელდება ყველაზე და მათ შორის არიან  ჩვენი თეატრის მსახიობებიც.

სისტემა ჩვენს გასაჩუმებლად ძალას არ იშურებს და საპასუხოდ ჩვენგან გაორმაგებულ წინააღმდეგობას მიიღებს. ჩვენ არ გავჩუმდებით და ამ ბრძოლაში ნამდვილად არ ვართ მარტო, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი მაყურებელი, რომელიც ჩვენთან ერთად რეჟიმს განაჩენს გამოუტანს!

ჩვენი თეატრი სოლიდარულია სისტემის ყველა პატიმრის მიმართ და ვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას.

ძალა ერთობაშია!” – წერს ახალი თეატრი



მასალების გადაბეჭდვის წესი