ხელოვნება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 21-25 ოქტომბერს გაიმართება

19 ოქტომბერი, 2015 •
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 21-25 ოქტომბერს გაიმართება

ფესტივალს  ცნობილი რეჟისორები ეწვევიან და წარადგენენ ფილმებს ევროპიდან, ისრაელიდან, აშშ-სა და კავკასიის რეგიონიდან. ფესტივალი ორგანიზებას უწევს მასტერკლასებსა და პრეზენტაციებს, რომელსაც  მოწვეული სტუმრები- რეჟისორები, პროდიუსერები და გაყიდვების მენეჯერები გამართავენ.

 

ორგანიზატორების განცხადებით, წარმოდგენილი იქნება სპეციალური სექცია ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის, რომლის ფარგლებშიც ფესტივალი მართავს დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს ახალგაზრდა აუდიტორიისთვის (CinéDOC Young).

 

CinéDOC-Tbilisi-ის მუდმივი საკონკურსო სექციებია: საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, Focus Caucasus-ი და CinéDOC-Young.

 

ფესტივალის დროს გაიმართება ორი ვორქშოფი: ქალი რეჟისორებისთვის კავკასიის რეგიონიდან და Pitching ფორუმი, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები თავიანთ პროექტებს საერთაშორისო სტუმრებს წარუდგენენ.

 

წლევანდელი გამოშვების რამდენიმე განსაკუთრებული სტუმარია:

–        ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ქრისტიან ფრეი  (შვეიცარია) წარმოგვიდგენს თავის ფილმს: „უძინარი ნიუ იორკში“, საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში;   

–        ლატვიელი პროდიუსერი, ულდის ცეკულისი  წარმოგვიდგენს ქართულ-ლატვიურ კოპროდუქციას „ორმაგად უცხონი“, სამცხე-ჯავახეთის თემაზე მიძღვნილი ფილმების სერიიდან;

–        სექციაში „ქალები კადრში“, წარმოგიდგენთ Sundance Directing Award-ის გამარჯვებულ ფილმს, „სიზმართმჭერი“, რეჟისორი: კიმ ლონგინოტო.

 

2015 წელს ფესტივალს შეემატება ახალ სექცია, „სტუმარი ქვეყანა“. ისრაელი ფესტივალის პირველი სტუმარი ქვეყანა იქნება. CinéDOC-Tbilisi-ის ორგანიზატორების ცნობით, საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით მრავალი ფესტივალის ლაურეატი ხუთი ებრაული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.

 

გარდა ჩვენებებისა, სექციის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, პრეზენტაციები, ვრცელი კითხვა-პასუხის სესიები, სადაც დოკუმენტური კინოს პროფესიონალები ისრაელიდან მსმენელებს საკუთარ გამოცდილებასა და იდეებს გაუზიარებენ.

 

წელს CineDOC-Tbilisi, Frontline Club Georgia-სთან თანამშრომლობით, სპეციალურ სექციას ქალებს მიუძღვნის. სექცია „ქალები კადრში“ ეძღვნება ქალთა საკითხების წარმოჩენას შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებში. აღნიშნულ სექციასთან დაკავშირებით გაიმართება ვორქშოფი ქალი რეჟისორებისთვის კავკასიის რეგიონიდან. ასევე მოწვეულია განსაკუთრებული სტუმარი, დებრა ციმერმანი − ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის Women Make Movies (WMM) აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაციისა, რომელმაც 1983 წლიდან ასობით ქალ რეჟისორს გაუწია მხარდაჭერა თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი