ხელოვნება

თბილისში კინორეჟისორ გიორგი დანელიას ვარსკვლავი გაიხსნა

14 ოქტომბერი, 2015 •
თბილისში კინორეჟისორ გიორგი დანელიას ვარსკვლავი გაიხსნა

ვარსკვლავის გახსნის იდეა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და კულტურის პალატას ეკუთვნის.

 

როგორც მინისტრი გელა დუმბაძე ამბობს, გიორგი დანელიას ფილმებში მრავალი თაობის სულისკვეთებაა ჩადებული.

 

“მისი ფილმების საბჭოთა კავშირის დროს ატარებდა დიდ დისიდენტურ მუხტს, და მე მინდა მივულოცო მას საკუთარ სამშობლოში ვარსკვლავის გახსნა. მას თაობები დააკვირდებიან და კიდებ ბერჯერ ნახავენ მის ფილმებს,”- აცხადებს გელა დუმბაძე.

კინორეჟისორ გიორგი დანელიას ვარსკვლავის გახსნა. 14.10.15
კინორეჟისორ გიორგი დანელიას ვარსკვლავის გახსნა. 14.10.15

 

ვარკსვლავის გახსნას ასევე დაესწრო რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც გიორგი დანელიას მეგობარია.

 

“გიორგის ვარსკვლავი მოსკოვშიც კი არ აქვს და ეს იქნება მისი პირველი ვარსკვლავი, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი”- ამბობს ელდარ შენგელაია.  

 

გიორგ დანელია რეჟისორია ფილმებისა: “არ დაიდარდო” (1969 წ.) “იღბლიანი ჯენტლმენები” (1972 წ.), “აფონია” (1975 წ.), “მიმინო” (1977 წ.) და სხვ. კინორეჟისორი ორჯერ გახდა “ოქროს პალმის ტროს” ნომინანტი ფილმებისათვის “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” (1964 წ.) და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” (1974 წ.). დანელია 1980 წელს სსრკ-ს სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2000 წელს საქართველოს ღირსების ორდენი გადაეცა. გიორგი დანელიას ოჯახი რუსეთში საცხოვრებლად 1939 წელს გადავიდა. ის ამჟამად 85 წლის არის და კვლავ მოსკოვში ცხოვრობს. 

კინორეჟისორ გიორგი დანელიას ვარსკვლავის გახსნა. 14.10.15
კინორეჟისორ გიორგი დანელიას ვარსკვლავის გახსნა. 14.10.15

 

ვარსკვლავის გახსნის შემდეგ მინისტრმა და გახსნის ცერემონიის სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გადაინაცვლეს, სადაც ქართველი ემიგრანტი მუსიკოსების კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი