ეს სურათები 2003 წლის 4 აპრილსაა გადაღებული ამერიკის საელჩოს წინ. ეს ხალხი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მხარს უჭერდა ამერიკის ომს ერაყში. მხარს უჭერდა მაშინ, როდესაც მსოფლიო საზოგადოება ამ ომს აპროტესტებდა.
ჩემს კითხვაზე, რატომ უჭერთ მხარს, ასეთი პასუხი იყო: ”რადგან ერაყი რუსეთის მოკავშირეა, ამ დარტყმით რუსეთი დასუსტდება და აფხაზეთი გახდება ჩვენი”(???!!!)
თუმცა ამ აქციამდე , 2003 წლის 25 მარტს, თბილისში ომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა.