ხელოვნება

არდიFest 2010 დღეები გამოცხადებულია

5 თებერვალი, 2010 • • 1548
არდიFest 2010 დღეები გამოცხადებულია
23-27 მაისს სამეფო უბნის თეატრში მეორედ გაიმართება 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი არდიFest, რომელიც პირველად 2008 წელს ჩატარდა. შარშანდელი წელი დაფინანსების არქონის გამო დაიკარგა. ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა შემოქმედების ნამუშევრებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ დრამის რეჟისორებს, არამედ ნებისმიერი უმაღლესი სახელოვნებო ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ფესტივალზე განაცხადის მიიღება მოხდება 18 თებერვლიდან 5 აპრილამდე. 
 
საფესტივალო პროგრამა გულისხმობს 25 წუთიან სპექტაკლების შექმნას. დარგის სტიმულირების მიზნით პრიორიტი მიენიჭება თანამედროვე ქართული დრამატურგიის გამოყენებას. არდიFest ხელს უწყობს ახალგაზრდა შემოქმედების წარმოჩენას ისეთ დარგებში როგორიცაა რეჟისურა, დრამატურგია, მუსიკა, თეატრის მხატვრობა, სამსახიობო ხელოვნება. შესაბამისად,  კონკურსანტები შემდეგ კატეგორიებში იქნებიან ნომინირებული: საუკეთესო რეჟისორი, ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი, საუკეთესო დრამატურგი, საუკეთესო მხატვარი, საუკეთესო კომპოზიტორი. გამარჯვებულები პრიზების გარდა ფულადი პრემიებსაც მიიღებენ. 
ფესტივალს სამეფო უბნის თეატრი უმასპინძლებს, რომელიც ამავდროულად ფესტივალის ინიციატორია. წელს არდიFest–ის ფინანსური ფინანსური პარტნიორი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი