ხელოვნება

Tbilisi Open Air 2015-ის ფარგლებში საქართველოში Placebo ჩამოდის

28 აპრილი, 2015 • • 1320
Tbilisi Open Air 2015-ის ფარგლებში საქართველოში Placebo ჩამოდის

ფესტივალი წელს, 3-7 ივლისს გაიმართება ღია ცის ქვეშ, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხუთი დღის განმავლობაში მსმენელს საშუალება ექნება მოუსმინოს 70-ზე მეტ შემსრულებელს. მათ შორის არიან Placebo, Zemfira, Tiger Lillies, Archive, Black Label Society, Beth Hart, Kill it Kid, Loudspeakers, The bearfox.

 

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 29 აპრილს. I ეტაპზე (29 აპრილი – 7 ივნისი) ბილეთების ფასი იქნება: 3 ივლისი – 40 ლარი ● 4 ივლისი – 40 ლარი ● 5 ივლისი – 30 ლარი ● 6 ივლისი – 30 ლარი ● 7 ივლისი – 50 ლარი ● 5-დღიანი აბონემენტი – 110 ლარი.

II ეტაპზე (8 ივნისი – 7 ივლისი): 3 ივლისი – 45 ლარი ● 4 ივლისი – 45 ლარი ● 5 ივლისი – 35 ლარი ● 6 ივლისი – 35 ლარი ● 7 ივლისი – 60 ლარი ● 5-დღიანი აბონემენტი – 130 ლარი.

29 აპრილიდან 2 ივლისის ჩათვლით ბილეთები იყიდება სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air 2015-ის სპეციალურ სალაროებში.


საფესტივალო დღეებში (3, 4, 5, 6 და 7 ივლისი) ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში. ასევე ონლაინ @ www.tbilisiopenair.ge/ge .

მასალების გადაბეჭდვის წესი