“ცხოვრება გადასახლებაში” კლაუდი სლუბანის ბოლო დიდი ფოტოპროექტია. იგი გადაღებულია 2013 წელს გერნოზეში (დიდი ბრიტანეთი), სადაც მწერალმა ვიქტრო ჰიუგომ გადასახლების 15 წელი გაატარა. 

 

გამოფენა ვიქტორ ჰიუგოს სახლში – ჰოტვილ ჰაუსში (Hutville House) და მის სიახლოვეს მდებარე ადგილებში გადაღებული ფოტოების სერიას აერთიანებს. 

 

გამოფენა “ცხოვრება გადასახლებაში” 2013 წელს არლის ფოტოფესტივალზე იყო ნაჩვენები. 2014 წელს პარიზის ფოტოგრაფიის თვის ფარგლებში მას ვიქტორ ჰიუგოს მუზეუმმა უმასპინძლა საფრანგეთის დედაქალაქში, ხოლო 2014 წლის 24 აპრილიდან 16 მაისამდე “ცხოვრება გადასახლებაში” თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში გამოიფინება.

 

გამოფენა ვიქტორ ჰიუგოს მუზეუმის და გერნოზეს საერთაშორისო ფოტოფესტივალის პარტნიორობის შედეგია.

 

გერნოზეს ფოტოფესტივალის დირექტორია ჟან-კრისტოფ გოდე, რომელიც 2015 წლის თბილისის ფოტოფესტივალის კიდევ ერთი საპატიო სტუმარია და 24 აპრილს, გამოფენის გახსნის წინ, საქართველოს მწერალთა სახლში კლაუდი სლუბანთან ერთად გამართავს შეხვედრას დამთვალიერებლებთან.

კლაუდი სლუბანის ფოტოგამოფენა
კლაუდი სლუბანის ფოტოგამოფენა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *