“პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ პროცესის ბევრად უფრო ეფექტურად წარმართვისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურებისთვის, ბევრად უფრო ეფექტურია და პრაგმატული, რომ ერთ უწყებაში მოიყაროს თავი მთელმა დოკუმენტაციამ, შეთანხმებამ პროექტების… ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა უწყებაში არ უწევდეთ საბუთებით სიარული და შემდეგ წინ და უკან წერილების გზავნა რომ არ ხდებოდეს. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ ადგილას იყოს ეს მომსახურება კონცენტრირებული. ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხრივ ამ საკითხსებს იმიტომ, რომ პარიტეტულ საწყისებზე ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობენ იმ კომისიებში, რომელიც მერიაში გაიმართება ამ საკითხზე”, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.
მთავრობის დადგენილებით, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის მართვის უფლებამოსილება კვლავ თბილისის მერიას დაუბრუნდა. დადგენილება 2015 წლის 30 მარტს შევიდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის მერიას იმ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებზე შეუძლია ნებართვების გაცემა, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენს.