ხელოვნება

საქართველო ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე მიიღებს მონაწილეობას

9 მარტი, 2015 • • 1469
საქართველო ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე მიიღებს მონაწილეობას

სამინისტროს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული სტენდის ფარგლებში, ქართული საბავშვო ლიტერატურა უცხოეთში, ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე წარდგება.

 

საქართველოს სტენდზე საბავშვო წიგნზე ორიენტირებული 6 ქართველი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. ეროვნულ სტენდზე მოეწყობა ასევე 20-მდე ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრების გამოფენა.

 

სამინისტროს ცნობით, სტენდის კონცეფცია ქართველ გამომცემლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და დაიხვეწა. კონცეფციისთვის გამოიყენეს საგანგებოდ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისთვის შექმნილი საავტორო ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ილუსტრატორს, ანა ჩუბინიძეს ეკუთვნის.

 

ბოლონიაში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულნი არიან „წიგნის ხელოვნების ცენტრის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც საბავშვო წიგნის კრიტიკოსებს, ილუსტრატორებს და გამომცემლებს შეხვდებიან.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის გარდა, საქართველოს ეროვნული სტენდი 2015 წლის გაზაფხულზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ლაიფციგის და ლონდონის წიგნის ბაზრობებზეც.

 

განახლებულ ეროვნულ სტენდებზე გამოიფინება ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი გამოცემები.

 

ქართული წიგნის სექტორის განვითარებისა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები საერთაშორისო ბაზრობების წარმომადგენლებთან, უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურულ აგენტებთან, მთარგმნელებთან.   

ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა
ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი