საღამო 10 საათზე ქართველი DJ QASRA-ს სეთით გაიხსნა, რომელიც ღამის პირველი საათიდან უკვე უცხოელმა სტუმრებმა ჩაანაცვლეს. მათი გამოსვლის დროს დარბაზი თითქმის სრულად შეივსო.
სტუმრებმა ქართველ მსმენელს ბენდ Gorillaz-ის ცნობილი ჰიტების საინტერესო ვარიაციებთან ერთად ვიზუალური გაფორმებაც შესთავაზეს. გამოსვლა 2 საათს გაგრძელდა. შემდეგ სცენა MD Machaidze-მ გადაიბარა. ქართველი დიჯეების სეთებს გიორგი მოზგოვოის ვიზუალური გაფორმება ერთვოდა თან.
სპორტის სასახლის დარბაზი ერთი ღამით ღამის კლუბად იქცა, სადაც 2 ბარი ფუნქციონირებდა. ამიტომ დარბაზში ნასვამი ადამიანებიც საკმაოდ იყვნენ. ასევე, ბავშვები – ბილეთებზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად.
საღამოს ორგანიზება NEXT EVENT-მა გაუწია თბილისის მერიისა და სპორტისა და ახლაგზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
Gorillaz Sound System რემი კაბაკამ ჩამოაყალიბა. ეს უცხოელი არტისტების პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. მათ მედიისათვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.