წელს პირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე საერთაშორისო ჟიური მოიწვია. ჟიურის წევრებს მუსიკალურ კონკურსებში, კონკრეტულად კი ევროვიზიის სიმღერის ფესტივალში, მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ, აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ჟიურის მიერ შერჩეულ ხუთეულში შედიან მიშა სულუხია, ნინა სუბლატი, ეთერ ბერიაშვილი, ჯგუფი „ნიუტონი“ და ედვარდ მეისონი.
სიმღერებს მაყურებელი 31 დეკემბერს პირდაპირ ეთერში მოისმენს, ხოლო პირველი იანვრიდან 14 დღის განმავლობაში პირველი არხის ეთერში ვიდეორგოლები იტრიალებს და მაყურებელს საშუალება ექნება მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით ხმა მისცეს თავის რჩეულს.
14 იანვარს საუკეთესოს საუკეთესოთა შორის მაყურებელთან ერთად საერთაშორისო ჟიური შეარჩევს. გულშემატკივრებს შეეძლებათ რჩეულ კონკურსანტს ერთი ნომრიდან დღეში ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნონ, რომლის ღირებულებაც 50 თეთრი იქნება.
ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ავსტრიაში საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსზე საქართველოს წარადგენს. ევროზივია 2015-ში წელს 39 ქვყანა მიიღებს მონაწილეობას.









