ხელოვნება

Tbilisi Open Air 2014-ის მეორე დღე და წვიმის გამო ჩაშლილი “Chinawoman”–ის კონცერტი [photo]

8 ივნისი, 2014 • • 2031
Tbilisi Open Air 2014-ის მეორე დღე და წვიმის გამო ჩაშლილი “Chinawoman”–ის კონცერტი [photo]

Tbilisi Open Air 2014-ის მეორე საფესტივალო დღეს  ქართულმა ჯგუფებმა- Laudspeakers, The Jetbird, Scratch the Floor და The Pulse დაიკავეს. ამ დღის ფარგლებში ალინა ორლოვა – ლიტველი შემსრულებელი, კანადელი მომღერალი და კომპოზიტორი Chinawoman და ბრიტანული ბენდი Lapalux უნდა გამოსულიყვნენ.

ფესტივალის მთავარ სცენაზე კონცერტი 7 ივნისს, ისევე, როგორც სამივე დღეს, 18 საათზე დაიწყო. პირველები სცენაზე The Pulse და The Jetbird გამოვიდნენ. მათ მოყვნენ  Scratch the Floor და Laudspeakers. ალინა ორლოვას გამოსვლისას წვიმა მეორედ წამოვიდა და ფესტივალის მონაწილეების ნაწილს მთავარი სცენის დატოვება და ჯიხურებისთვის თავის შეფარება მოუწიათ.

ფესტივალი სტუმრების დიდმა ნაწილმა ღამის 11 საათითვის წვიმის გამო დატოვა, თუმცა სცენასთან მაინც დარჩა კონცერტზე დასასწრებად მისული მსმენელი, რომელიც Chinawoman-სა და Lapalux-ის გამოსვლას ელოდებოდა. საბოლოოდ არც Chinawoman და არც Lapalux სცენაზე არ გამოსულა, მოგვიანებით ჩაშლილი კონცერტის შესახებ Chinawoman–მა  “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა:

“როგორი იმედგაცრუებაა, ჩვემ მზად ვიყავით სცენაზე გამოსასვლელად, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს, რადგან ძლიერმა წვიმამ სცენაზე არსებული ელექტროაპარატურა დაასველა და გამოსვლა რისკს შეიცავდა. ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება შანსი შაბათის ნაცვლად კვირას გამოვიდეთ და ვისაც დღეს ბილეთი ჰქონდა, კვირის შოუზე უფასოდ შემოუშვებენ. ზუსტი დადასტურების შემდეგ კიდევ უფრო მეტ დეტალს დავწერ, ძალიან ვწუხვარ და იმედი მაქვს, რომ შეგხვდებით კვირას”

ინფორმაცია გაავრცელა “Tbilisi Open Air “–ის “ფეისბუქ” გვერდმაც, რომლის თანახმადაც, Chinawoman და Lapalux დღეს, 8 ივნისს გამოვლენ:

“მეგობრებო, პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პოსტისთვის, დღევანდელი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო Chinawoman-ის და Lapalux-ის გამოსვლა, ორივე არტისტი გამოვა 8 ივნისს და დაემატება ხვალინდელი დღის ლაინაფს. ვინც ხვალ აპირებთ ბილეთის შეძენას, იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება – 8 ივნისის ბილეთი ეღირება 10 ლარი”.

ფესტივალის ქალაქს, რომელიც სცენას, მომღერლებისა და ფესტივალის სტუმრებისთვის განკუთვნილ ჯიხურებსა და “კარვების ქალაქს” მოიცავს, პარასკევთან შედარებით შაბათს ბევრად მეტი ადამიანი სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ ისინი, ვინც კარავში დაბინავდა და შაბათის გათენებას განუწყვეტელი მუსიკის ფონზე შეხვდა. 

Tbilisi Open Air 2014 8 ივნისს დასრულდება. ფესტივალის მესამე დღეს Oimactta, Ночные Снайперы (RUS), Green Room, Kung Fu Junkie, The Bearfox, Electric Appeal, Weekend Pop გამოვლენ.

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი
Tbilisi Open Air 2014. 7 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი