ხელოვნება

31 მაისს თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება

30 მაისი, 2014 • • 1237
31 მაისს თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება

ფესტივალის ორგანიზატორია შემოქმედებითი ჯგუფი „დრონი“. ქუჩის მუსიკის დღეს იგეგმება საქველმოქმედო აქცია იმ მოხუცთა დასახმარებლად, რომელთაც მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. შემოსული თანხით უსახლკარო მოხუცებს დაეხმარებიან, აცხადებენ ორგანიზატორები. 

 

აქციის მონაწილე მუსიკოსები  2-3 საათის განმალობაში თბილისის ქუჩებში დაუკრავენ და  გამვლელებს მოასმენინებენ თავიანთ შემოქმედებას.

 

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას 26  ჯგუფი და შემსრულებელი მიიღებს, თუმცა შესაძლოა მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს:

 

SONADOR, წმინდა გრაალი, Giorgi Akhalkatsishvili, Natural Life, The fill, Mellow Yellow, Candy Tower, Hangover,Keep smiling, გიორგი ცერცვაძე, My Own, Down in the deep, Old School Company, Outfront, Lost Generation, ”Watchtower”, სანდრო ტუღუში, Pollen, Lamas, Samadhi, ანა დვალი, Drunk Monkey, The Pipebomb, ოთ & ლობჟ, Sunshade, Giorgi Ergemlidze

 

ქუჩის მუსიკის დღე 2014
ქუჩის მუსიკის დღე 2014

“ეს არის დიდებული ფესტივალი მუსიკოსებისათვის, იმათთვის, ვინც უკრავს, მღერის, ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას. ეს არის უბრალოდ სასიამოვნო დღე მუსიკის მოყვარულთათვის, რომელთაც შეეძლებათ მაისის ერთი თბილი დღის განმავლობაში თვალი ადევნონ, მოუსმინონ, დატკბნენ მუსიკის ჰანგებით”,- ამბობენ ორგანიზატორები.

 

ქუჩის მუსიკის დღე პირველად ლიტვაში ჩატარდა 2007 წელს, რომელიც ყოველწლიური ფესტივალი გახდა. მისი დამფუძნებელია იყო ლიტველი მუსიკოსი ანდრიუს მამონტოვასი. ყოველ წელს, მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას.

ფესტივალი 2007 წელს პირველად ვილნიუსში ჩატარდა, 2009 წელს ფესტივალმა მთელი ლიტვა მოიცვა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. საბოლოოდ 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა ფესტივალში. ლიტვის ინიციატივას ევროპის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. 2012 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად გაიმართა საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი