ხელოვნება

მწერალთა სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

7 მაისი, 2014 • • 2819
მწერალთა სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მწერალთა სახლის რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. აღდგენით სამუშაოებს კულტურის სამინისტრო ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გაუწევს კოორდინაციას.

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მწერალთა სახლს დღეს ეწვევა და სარეაბილიტაციო გეგმის შესახებ ისაუბრებს. 

 

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი პრეზენტაციებს, ლიტერატურულ საღამოებსა და ხელოვანებთან შეხვედრებს მასპინძლობს. მის ადმინისტრაციას შენობის ზედა სართულებზე ლიტერატურული კაფის, მოწვეული მწერლებისთვის განკუთვნილი რეზიდენციის, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმის მოწყობა სურს.

 

მწერალთა სახლის შენობა გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის პროექტით ცნობილი ქართველი მეწარმემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა XX საუკუნის დასაწყისში ააგო, სადაც თავადვე ცხოვრობდა. მოდერნის სტილში გადაწყვეტილი შენობა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია.

 

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

დავით სარაჯიშვილის სურვილი იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქალაქის თვითმმართველობისათვის გადაეცათ, სადაც სამხატვრო გალერეას ან ხელოვნების მუზეუმს მოაწყობდნენ. 1916 წლიდან სასახლეში ცნობილი კომერსანტი აკაკი ხოშტარია ცხოვრობდა.

 

1921 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ეს უნიკალური შენობა  ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებს გადაეცათ. მოგვიანებით ამ შენობაში „მწერალთა კავშირი“ განთავსდა.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი