გადაღებები პანკისის ხეობაში, სოფელ დუისთან მიმდინარეობს. ფილმი “ძიება” 1994 წელს დაწყებულ რუსეთ-ჩეჩნეთის ორწლიანი ომის შედეგად განვითარებულ მოვლენებს, 100 ათასამდე დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქის დაღუპვასა და 500 ათასი ჩეჩენის ლტოლვილობას ეხება.
“ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ უპირისპირდებიან სამხედროები მოქალაქეებს, მამაკაცები-ქალებს, მოხუცები-ბავშვებს. ფილმი მოგვითხრობს ორ ბავშვზე, რომლებიც შემდეგ გმირები გახდებიან. ამ ფილმში ერთ-ერთი მხარე არის რუსეთი, მაგრამ ფილმი არ არის ანტირუსული. საქართველო ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ამ ფილმის გადასაღებად შესაფერისი ქვეყნაა,”- განუცხადა მიშელ ჰაზანავიჩუსმა ტელეკომპანია “იმედს.”
ჰაზანავიჩუსს ფილმის გადაღების იდეა 4 წლის წინ გაუჩნდა. ფილმი ჩეჩნურ, ქართულ და რუსულ ენებზეა და მომავალ წელს გამოვა. გადაღებები საქართველოში სამ კვირაში დასრულდება.