კინოხელოვნება

რუსული კინოს ფესტივალს ფილმი “ფარაჯანოვი” გახსნის

6 ნოემბერი, 2013 • • 2394
რუსული კინოს ფესტივალს ფილმი “ფარაჯანოვი” გახსნის

რუსული კინოს კვირეული ე. ფეტისოვასა და სერჟ ავედიკიანის ფილმით “ფარაჯანოვი” გაიხსნება. დახურვის ცერემონიაზე გახდება ცნობილი, ვის გადაეცემა სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი წვილილისთვის. 

 

მაკო ჯაოშვილი და კონსტანტინე ლუზინიან-რიჟინაშვილი
მაკო ჯაოშვილი და კონსტანტინე ლუზინიან-რიჟინაშვილი

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დირექტორმა მაკო ჯაოშვილმა თქვა, რომ წლევანდელ კინოფესტივალზე აქცენტი ახალგაზრდულ კინოზე კეთდება და რუსული კინოს გარდა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების ფილმებსაც აჩვენებენ. ჩვენებები კინოთეატრ “რუსთაველში” გაიმართება და ბილეთის ფასი 3 ლარს იქნება. 

 

“ფესტივალის მიზანი არის პროფესიულ-შემოქმედებითი კავშირების განვითარება და პირადი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და შემდგომი განვითარება, განუცხადა “ნეტგაზეთს” მაკო ჯაოშვილმა. 

 

ფესტივალის ფარგლებსი 7 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კინოსა და ჟურნალისტიკის ფაკულეტეტის სტუდენტები კინოპროდიუსერ არტიომ ვასილიევის სემინარს “კინოსა და რეკლამის შეხვედრა” მოისმენენ. 

 

მაკო ჯაოშვილი და კონსტანტინე ლუზინიან-რიჟინაშვილი
მაკო ჯაოშვილი და კონსტანტინე ლუზინიან-რიჟინაშვილი

მაკო ჯაოშვილის განმარტებით, სემინარზე ვასილიევი კინოინდუსტრიის ხერხების მარკეტინგული კომუნიკაციების კუთხით გამოყენების თაობაზე ისაუბრებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართულ-რუსული ინდუსტირული ფორუმი, რომლის ფარგლებში რუსი კინემატოგრაფისტები და ქართველი პროდიუსერები, დამწყები კინომოღვაწეები შეძლებენ საერთო პლატფორმის ჩამოყალიბებას.

 

“ფორუმი არის პირველი ნაბიჯი, ეს არის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ამ ფორუმის მიზანი არის შეისწავლოს საქართველოს პოტენციალი,”- თქვა მაკო ჯაიშვილმა და დაამატა, რომ ინდუსტრიული ფორუმის ფარგლებში შესაძლოა ახალ კინოპროექტზე დაიწყონ მუშაობა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი