კინოხელოვნება

თეატრალური უნივერსიტეტის კინოს ფაკულტეტი ახალი აპარატურით აღიჭურვა

1 ნოემბერი, 2013 • • 3282
თეატრალური უნივერსიტეტის კინოს ფაკულტეტი ახალი აპარატურით აღიჭურვა

სამინისტროს განცხადებით, შეიქმნა ჯგუფი პედაგოგებისა და სტუდენტებისგან, რომელმაც ჩამოაყალიბა ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა, შეირჩა აპარატურა სასწავლო სტუდიისთვის. კულტურის სამინისტროს გრანტის საშუალებით გარემონტდა სასწავლო აუდიტორიები, შეიქმნა სტუდიოები, რომელიც აღიჭურვა დიდი მონიტორებით, კომპიუტერებით და განათების ხელსაწყოებით.

  

“ამ პროცესებმა ასახვა ჰპოვა სასწავლო პროცესზე- კინო-ტელეფაკულტეტს დაემატა ახალი საგნები: ახალი ტექნიკა -ტექნოლოგიები, კინო-ტელემხატვრობა, პროდიუსინგი, მენეჯმენტი და დისტრიბუცია, 3D ანიმაცია, 3D სტერეოსკოპია, გამოსახულების სამეტყველო ენა და სემანტიკა, სპეცკურსი ოპერატორებისათვის ახალი აპარატურის ასათვისებლად,”- აცხადებენ კულტურის სამინისტროში. 

 

უნივერსიტეტს გაუჩნდა საშულება დააფინანსოს საკურსო (500ლ) და სადიპლომო (1500ლ) ნამუშევრები. ეს თანხა საწყისია, რათა სტუდენტმა მოიპოვოს თანადაფინანსება სხვადასხვა წყაროებიდან. დაიწყო დიდი პავილიონისა და ხმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოები. ხმის რეჟისორებისათვის თანამედროვე აპარატურა.

 

“წარმოუდგენელია, როდესაც კინოფაკულტეტს, სადაც იზრდებიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან კინოს, არ ჰქონდეს შესაბამისი აპარატურა. ჩვენი კინო არის ძალიან წარმატებული, ჩვენი უნივერსიტეტის კინოფაკულტეტმა მარტო წელს იმდენი პრიზი ჩამოიტანა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ჩვენი კინოფაკულტეტი დაიწყებს ფუნქციონირებას ისე, როგორც ეკადრება ქართულ კინოს,”- განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი