ხელოვნება

მარნეულში კინოკლუბი გაიხსნება

17 ოქტომბერი, 2013 • • 1194
მარნეულში კინოკლუბი გაიხსნება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კინოკლუბი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იქმნება. მარნეულის კულტურის ცენტრს კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს, 12 საათზე გადასცემს. 

 

ახლად გახსნილ კინოკლუბში ნაჩვენები იქნება რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმი „ჯარისკაცის მამა“. პრემიერაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულია რეჟისორი რეზო ჩხეიძე.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც  ითვალისწინებს ამ რეგიონში ახალგაზრდებისთვის კინემატოგრაფიის დარგში კულტურული და საგანმანათლებლო დონის ამაღლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი